აჭარაში უხვად არის სამონადირეო და სათევზაო ადგილები, სადაც სეზონის მიხედვთ გარეულ ტახზე, კურდღელსა და მაჩვზე ნადირობას, ხოლო მდინარეებში კალმახზე თევზაობას შეძლებთ. ტყეებში კი მარწყვს, მოცვს და მაყვალსაც დაკრეფთ.
აჭარა საოცრად მრავალფეროვანი მხარეა, მისი მუნიციპალიტეტები ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავდება, მაგალითად, ქობულეთი მდიდარია მრავალფეროვანი პარკებით: აქ მდებარე ბოტანიკური ბაღის, მტირალას ეროვნული პარკის, კინტრიშის დაცული ტერიტორიის, ისპანის ჭაობის და თიკერის აღკვეთლის მონახულება-დალაშქვრა ძალზე გაამდიდრებს თქვენს თავგადასავლებს. ხელვაჩაურში უტკბეს მაჭახელას თაფლს მიირთმევთ, ქედაში ჩხავერის ყურძნით დატკბებით და კოკოტაურის წყალს დააგემოვნებთ. შუახევში უმაღლესი ხარისხის თამბაქოს გასინჯავთ და არასოდეს დაგავიწყდებათ ხულოს უგემრიელესი მშრალი კარტოფილი და დაწნული ყველი.
რეგიონში მდიდარი ისტორიული კულტურაც გადაგეშლებათ თვალწინ საუკუნოვან ციხეთა ნანგრევებისა და თამარ მეფის დროინდელი თაღოვანი ხიდების სახით.
მასპინძლებიც გულუხვი და სტუმართმოყვარენი არიან. შეგიძლიათ უშუალოდ გაეცნოთ მათ ცხოვრებას და მონაწილეობა მიიღოთ სამეურნეო საქმიანობაში. ასევე, შეგიძლიათ დააგემოვნოთ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებისაგან დამზადებული ადგილობრივი კერძები.
ამ ადგილებში არამარტო მზა ხალხური რეწვის ნიმუშებს იხილავთ, არამედ სურვილის შემთხვევაში მერქნით დაწნული ნივთების დამზადების ხის და ქვის დამუშავების, საკრავი და სამუშაო ინსტრუმენტების დამზადებისა და რაღა თქმა უნდა, რთვა-ქსოვის მონაწილეც გახდებით.
შეიგრძენი სოფლად ტურიზმი აჭარის მუნიციპალიტეტებში:
|
|
|
|
აღმოაჩინე სოფლად ტურიზმი დასასვენებლი ადგილების მიხედვით:
|
|
|
|
|