კურორტი "გოდერძი" იქნება ოთხ სეზონზე გათვლილი რომანტიული კურორტი, რომელიც გთავაზობთ რეგიონალური ბაზრის მასშტაბით საუკეთესო შთაბეჭდილებებს.
კურორტი:
- წარმატებული და მომგებიანი ინვესტორებისა და დაინტერესებული პირებისათვის;
- კარგად ინტეგრირებული მდგრად და ბუნებრივ გარემოსთან;
- ყველასათვის მისაწვდომი და მიმზიდველი.
ადგილმდებარეობა
კურორტი გოდერძი ბათუმიდან სულ რაღაც 2 საათის სავალზე, ოთხივე სეზონზე გათვლილი კურორტისათვის იდეალურ ადგილზე, ზღვის დონიდან 2.000 მეტრზე მდებარეობს (ხულოს მუნიციპალიტეტი). იგი თოვლითაა დაფარული ნოემბრიდან აპრილამდე. ველური ბუნება, სუფთა ჰაერი და ულამაზესი პეიზაჟები დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს პირდება ვიზიტორებს მთელი წლის განმავლობაში.
ხელუხლებელი ტყით დაფარული მთები ულამაზეს სანაოხაობას ქმნის ზამთარში, გაზახულზე, ზაფხულში და განსაკუთრებით ფერადოვან შემოდგომაზე.
ზამთარი გოდერძის სათხილამურო ტერიტორიის განვითარების პოტენციალი საფუძვლიანად იქნა შესწავლილი საერთაშორისო კონსულტანტების მიერ. სამთო კონცეფციის გეგმის მიხედვით დადგენილი იქნა თხილამურებით სრიალისათვის საუკეთესო ადგილები.
გაზაფხული თოვლის ლღვობის შემდეგ გოდერძი კიდევ უფრო მომხიბვლელი ხდება. ამ პერიოდში ვიზიტორებს საშუალება ეძლევათ დატკბენ ალპური ველური ყვავილებით, გაისეირნონ ტყეში ან ეწვიონ ულამაზეს მწვანე ტბას. ამავე ტერიტორიაზე მოიპოვება სხვადასხვა მინერალური წყაროები.
ზაფხული ზაფხულის პერიოდში აქ დასვენებისა და რეკრეაციის მრავალფეროვანი შესაძლებლობებია.
შემოდგომა შემოდგომის პერიოდში კურორტი გოდერძი განსაკუთრებით ლამაზი სანახავი ხდება. აქ გამართული მოსავლის აღების ფესტივალები და ტრადიციული დღესასწაულები ტურისტებისა და ვიზიტორების მოზიდვის კიდევ ერთი საშუელებაა.
სასარგებლო ბმული: კურორტი გოდერძი![]()
