goBatumi.com

ოფიციალური გზამკვლევი


ღომას მთა

ღომას მთა ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში შედის და იგი ცენტრალური მაგისტრალიდან 18 კილომეტრში მდებარეობს. გარდა სამკურნალო-მინერალური წყლებისა, ღომა ზამთრის კურორტის მოწყობის შესაძლებლობას იძლევა.

ღომას მთის დასახლებები ზღვის დონიდან 1.800-2.000 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. თოვლი ოქტომბრის დასაწყისიდან მარტის ბოლომდეა, რაც რელიეფთან ერთად ხელსაყრელ პირობებს ქმნის სამთო-სათხილამურო კურორტის განვითარებისათვის.

//