აღმოსავლეთ ევროპისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების, ასევე აშშს, კანადის, თურქეთის, უკრაინის, პოლონეთის, ბალტიისპირეთის ქვეყნების, ბელორუსიის, სომხეთის, აზერბაიჯანის და სხვა მრავალი ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში 90 დღით ჩამოსასვლელად ვიზა არ ესაჭიროებათ.
საქართველოში ჩამოსასვლელად საჭიროა პასპორტი, რომელიც ძალაში უნდა იყოს ქვეყნაში შემოსვლიდან 6 თვის მანძილზე. სხვა ქვეყნების წარმომადგენლებმა ვიზაზე უნდა იზრუნონ საქართველოში ჩამოსვლამდე. ზოგიერთ შემთხვევაში ვიზა გაიცემა სახმელეთო საზღვრის გადაკვეთისას ან საერთაშორისო აეროპორტში ჩამოფრენის შემდეგ.
2015 წლიდან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გთავაზობთ ელექტრონული ვიზის პორტალით მომსახურებას ტურისტული და საქმიანი მიზნით მოგზაურ ვიზიტორებს გამარტივებული მოკლევადიანი სავიზო მხარდაჭერის მისაღებად.
სავიზო რეჟიმის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ისარგებლეთ ამ ბმულით.
ბათუმში არსებული დიპლომატიური მისიები:
- აზერბაიჯანი - დუმბაძის ქ. 14; ტ.: 0 422 27 67 00
- ესტონეთი - გორგასალის ქ. 60; ტ.: 0 422 27 09 10
- თურქეთი - ნინოშვილის ქ. 9; ტ.: 0 422 25 58 00
- ირანი - ფარნავაზ მეფის ქ. 83; ტ.: 0 422 22 86 01, 0 422 22 86 02
- სომხეთი - გოგებაშვილის ქ. 32; ტ.: 0 422 21 63 02