goBatumi.com

ოფიციალური გზამკვლევი


საჰაერო ტრანსპორტი

საჰაერო ტრანსპორტი

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი
საჰაერო ტრანსპორტირება ბათუმამდე შეგიძლიათ განახორციელოთ პირდაპირი ფრენით ბათუმის საერთაშორისო აეროპორტამდეგარე ბმულიმდებარეობის ნახვა Google Maps–ზე. ბათუმის მუნიციპალური ავტობუსიგარე ბმული №10 ემსახურება მარშრუტს აეროპორტი-ბათუმის ცენტრი. მგზავრობის ხანგრძლივობა ქალაქის ცენტრამდე 20 წუთია, ღირებულა კი 40 თეთრს შეადგენს. ბათუმის აეროპორტში ტაქსის მომსახურებით შეგიძლიათ ისარგებლოთ ტერმინალიდან გასვლისთანავე. ქალაქის ცენტრამდე მანძილს 10-15 წუთი სჭირდება, ხოლო მგზავრობის ტარიფი მრიცხველიანი ტაქსებისთვის საშუალოდ 15 ლარს შეადგენს.


თბილისის საერთაშორისო აეროპორტი
ქვეყნის გარედან, ასევე შესაძლებელია ფრენის განხორციელება თბილისის საერთაშორისო აეროპორტამდეგარე ბმულიმდებარეობის ნახვა Google Maps–ზე, საიდანაც ბათუმამდე ტრანსპორტირებას შეძლებთ როგორც საჰაერო, ასევე სახმელეთო ან სარკინიგზო ტრანსპორტის საშუალებით. რეგულარულ სამარშრუტო ხაზს თბილისი-აეროპორტი-თბილისი ემსახურება მუნიციპალური ავტობუსიგარე ბმული №37, რომლის ბოლო გაჩერებაც თბილისის ცენტრალური რკინიგზის სადგურია. ავტობუსი აეროპორტიდან ყოველ ნახევარ საათში გადის და მგზავრობის ღირებულება 50 თეთრია. თბილისის აეროპორტში ტაქსის მომსახურებით სარგებლობა შესაძლებელია 24 საათის განმავლობაში. თბილისის ცენტრალური რკინიგზის სადგურამდე მგზავრობა 20-30 წუთი გრძელდება, ხოლო მგზავრობის ტარიფი საშუალოდ 20 ლარს შეადგენს. თბილისის მეტროს სამგზავრო ხაზი აეროპორტიდან 70 მეტრის მოშორებით მდებარეობს, რომელიც მას თბილისის ცენტრალური რკინიგზის სადგურთან აკავშირებს. მგზავრობის ხანგრძლივობა აეროპორტიდან რკინიგზის სადგურამდე 20 წუთს, ღირებულება კი 50 თეთრს შეადგენს.


ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი
საერთაშორისო ფრენის განხორციელება ასევე შესაძლებელია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტამდეგარე ბმულიმდებარეობის ნახვა Google Maps–ზე. სამწუხაროდ, რეგულარული სამარშრუტო ტაქსი და საქალაქო ავტობუსი აეროპორტს არ ემსახურება. აეროპორტის მგზავრები იყენებენ სამტრედია-ქუთაისის საქალაქთაშორისო ტრანსპორტს ქუთაისში ჩასავლელად (ფასი 1,50 ლარი). ქუთისი–ბათუმის სამარშრუტო ტარიფი კი შეადგენს 10 ლარს. ტაქსით მგზავრობას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ქუთაისის ცენტრამდე სჭირდება დაახლოებით 15-20 წუთი (მანძილი 16-17 კმ). მგზავრობის ტარიფი საშუალოდ 25 ლარს შეადგენს.

//