goBatumi.com

ოფიციალური გზამკვლევი


ბუნება და გეოგრაფია

ქობულეთის მუნიციპალიტეტი, მტირალას ეროვნული პარკი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა მდებარეობს საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში შავი ზღვის სანაპიროზე. მისი სამხრეთი საზღვარი ემთხვევა თურქეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვარს და მიჰყვება შავშეთის ქედს; ჩრდილოეთიდან მას ესაზღვრება მესხეთის ქედი, აღმოსავლეთით - არსიანის ქედი, დასავლეთით - შავი ზღვა. აჭარის ფართობი 2,9 ათასი კვ.კმ.-ია, რაც შეადგენს საქართველოს ტერიტორიის 4,2%. აჭარის სანაპირო ზოლის სიგრძეა 57 კმ. მის გაყოლებაზეა განლაგებული ულამაზესი ზღვისპირა კურორტები და საკურორტო ადგილები: ფიჭვნარი, ქობულეთი, ბობოყვათი, ჩაქვი, ციხისძირი, მწვანე კონცხი, მახინჯაური, ბათუმი, გონიო, კვარიათი და სარფი.

აჭარის ძალზე საინტერესო გეოგრაფიულ რელიეფს ქმნის მესხეთის, არსიანისა და შავშეთის ქედები, რომელთა საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან 2.000-2.500 მ.-ია.

აჭარის უმაღლესი მწვერვალია ყანლის მთა (ზღ. დ. 3.007 მ.), რომელიც არსიანის ქედზეა განლაგებული; ამავე ქედზეა გოდერძის ულამაზესი უღელტეხილი (ზღ. დ. 2.027 მ).

მთიანი აჭარის როგორც ფოთლოვანი, ისე წიწვოვანი ტყეები ატყვევებს მნახველს. მთის კალთას შეფენილი ტანმაგარი ხეები უნიკალურ სანახაობას წარმოადგენს.

საქართველოში დაცული ტერიტორიების დაარსებას დიდი ხნის ისტორია აქვს. პირველი დაცული ტერიტორია – ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი შეიქმნა ჯერ კიდევ 1912 წელს. ამჟამად კი დაცული ტერიტორიების საერთო ფართობი 520.272,85ჰა, რაც ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 7.36 %-ია. დაცული ტერიტორიების დაახლოებით 75% ტყით არის დაფარული. დღეს საქართველოში IUCNგარე ბმულიკატეგორიების მიხედვით 16 სახელმწიფო ნაკრძალი, 10 ეროვნული პარკი, 18 აღკვეთილი, 24 ბუნების ძეგლი და 2 დაცული ლანდშაფტია.

საქართველოს უნიკალურ ბიომრავალფეროვნების კონსერციასა და გონივრულ გამოყენებაში, გარემოს ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნებაში უდიდეს როლს თამაშობს აჭარის ტერიტორიაზე მდებარე სხვადასხვა კატეგორიის დაცული ტერიტორიები, ნაკრძალები, აღკვეთილები და ეროვნული პარკები.

გარდა ეკოლოგიური მნიშვნელობის და უნიკალური ბიომრავალფეროვნების დაცვისა, აჭარის რეგიონის დაცულ ტერიტორიებს დიდი მნიშვნელობა ენიჭებათ ტურიზმის განვითარების საქმეში. კინტრიშის, ისპანის, მაჭახელას ხეობის დაცულ ტერიტორიებს, მტირალას ეროვნულ პარკს, ასევე ბოტანიკურ ბაღს უდიდესი ეკოტურისტული პოტენციალი გააჩნიათ. აქ შესაძლებელია საწყალოსნო, ეთნოლოგიური, და ფრინველებზე დაკვირვების ტურების მოწყობა. აჭარაში მდებარე დაცული ტერიტორიები საუკეთესო და დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს ჰპირდება ეკო-ტურიზმის მოყვარულთ. აჭარაში 4 დაცული ტერიტორიაა.

შეიგრძენი ბუნება აჭარის დაცულ ტერიტორიებზე:

ქობულეთის დაცული ტერიტორიები სანაპიროდან სულ რაღაც სამასიოდე მეტრში თქვენ შეგიძლიათ იხილოთ მსოფლიოში ყველაზე ხელუხლებელი, ცოცხალი სფაგნუმიანი ტორფნარი...

კინტრიშის დაცული ტერიტორიები კინტრიშის დაცული ტერიტორიები რთული და მრავალფეროვანი რელიეფით ხასიათდება. ტერიტორიის უმეტესი ნაწილი მთებსა და ხეობებს უკავია...

მტირალას ეროვნული პარკი მტირალას ბუნებრივ ლანდშაფტს განსაკუთრებულ ელფერს მაღალი ტენიანობა, ხშირი წვიმები და ნისლი სძენს...

მაჭახელას ეროვნული პარკი მაჭახელას ე.პ. სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს და ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთის დაცულ ტერიტორიებს ერთმანეთთან აკავშირებს...

აღმოაჩნე სხვა ბუნებრივი სიმდიდრეები აჭარაში:

ბათუმის ბოტანიკური ბაღი ბათუმის ბოტანიკური ბაღი უნიკალურია მთელი ყოფილი საბჭოთა კავშირის მასშტაბით. იმ ადგილს, სადაც ბაღია გაშენებული "მწვანე კონცხი" ქვია...

მწვანე ტბა ტბა უზარმაზარ მთებს შორისაა მოქცეული და ნაძვნარითა და წიფლნარითაა შემოსაზღვრული. ამ მშვენიერ ტბას მიწისქვეშა წყაროები ასაზრდოებენ...

გოდერძის ნამარხი ტყე იგი უნიკალური არაორგანული ბუნების ძეგლია. მას კაჟის ტყესაც უწოდებენ. მისი ხილვა ჯერ-ჯერობით მხოლოდ შუა აზიასა და საქართველოშია შესაძლებელი...

სანაპირო ქვიშიანი დიუნა დიდარია ენდემებით, რელიქტებითა და ჰაბიტატების ისეთი სახეობებით, რომლებიც ევროკავშირისათვის ზურმუხტის ქსელისა და Natura 2000 ფარგლებშია დაცულია...

//