goBatumi.com

ოფიციალური გზამკვლევი


ეკო ტურიზმი

კინტრიშის დაცული ტერიტორია, ტბა ტბიყელი

ეკო ტურიზმი აჭარაში ტურიზმის ერთ-ერთი წამყვანი სახეობაა. უცხოელი ტურისტების დიდ ნაწილს აჭარაში სწორედ ეკო-ტურიზმი იზიდავს. აჭარის მრავალფეროვანი ფლორა და ფაუნა, ასევე ისტორიულ-კულტურული ძეგლების სიმრავლე ეკო-ტურიზმის განვითარებისათვის საუკეთესო პირობებს ქმნის. მხოლოდ აჭარის ტერიტორიაზე 4 დაცული ტერიტორიაა. ეს მრავალფეროვნება ნათლად მეტყველებს რეგიონში ეკო-ტურიზმის უდიდესი პოტენციალის არსებობაზე.

შეიგრძენი ეკო-ტურიზმი დაცული ტერიტორიების მიხედვით:

ქობულეთის დაცული ტერიტორიები სანაპიროდან სულ რაღაც სამასიოდე მეტრში თქვენ შეგიძლიათ იხილოთ მსოფლიოში ყველაზე ხელუხლებელი, ცოცხალი სფაგნუმიანი ტორფნარი...

კინტრიშის დაცული ტერიტორიები კინტრიშის დაცული ტერიტორიები რთული და მრავალფეროვანი რელიეფით ხასიათდება. ტერიტორიის უმეტესი ნაწილი მთებსა და ხეობებს უკავია...

მტირალას ეროვნული პარკი მტირალას ბუნებრივ ლანდშაფტს განსაკუთრებულ ელფერს მაღალი ტენიანობა, ხშირი წვიმები და ნისლი სძენს...

მაჭახელას ეროვნული პარკი მაჭახელას ე.პ. სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს და ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთის დაცულ ტერიტორიებს ერთმანეთთან აკავშირებს...

აღმოაჩინე სხვა ბუნებრივი სიმდიდრეები აჭარაში:

ბათუმის ბოტანიკური ბაღი ბათუმის ბოტანიკური ბაღი უნიკალურია მთელი ყოფილი საბჭოთა კავშირის მასშტაბით. იმ ადგილს, სადაც ბაღია გაშენებული "მწვანე კონცხი" ქვია...

მწვანე ტბა ტბა უზარმაზარ მთებს შორისაა მოქცეული და ნაძვნარითა და წიფლნარითაა შემოსაზღვრული. ამ მშვენიერ ტბას მიწისქვეშა წყაროები ასაზრდოებენ...

გოდერძის ნამარხი ტყე იგი უნიკალური არაორგანული ბუნების ძეგლია. მას კაჟის ტყესაც უწოდებენ. მისი ხილვა ჯერ-ჯერობით მხოლოდ შუა აზიასა და საქართველოშია შესაძლებელი...

სანაპირო ქვიშიანი დიუნა დიდარია ენდემებით, რელიქტებითა და ჰაბიტატების ისეთი სახეობებით, რომლებიც ევროკავშირისათვის ზურმუხტის ქსელისა და Natura 2000 ფარგლებშია დაცულია...

//