სამთო-სათხილამურო ტურიზმის მოყვარულთათვის მიმზიდველია ზამთრის კურორტი ქედლები, რომელიც ბათუმიდან 90 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. იგი ზღვის დონიდან 1.500 მეტრის სიმაღლეზეა. ქედლებში უმაღლესი მწვერვალი "გოგური" 1.692 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. აქ მაქსიმალური ტემპერატურა ზამთარში 10oC-ია.
კურორტზე უკვე მოწყობილია სათხილამურო ბაზა და მოთხილამურეთათვის 2 საბაგირო გზა - 300 და 150 მეტრის სიგრძის. ფუნქციონირებს საოჯახო სასტუმროები. ქედლები თოვლის სიუხვით გამოირჩევა.