goBatumi.com

ოფიციალური გზამკვლევი


გომარდული

გომარდული

სოფელი გომარდული მდებარეობს შუახევის რაიონში. ბათუმიდან 74 კილომეტრის დაშორებით. ზღვის დონიდან 1.250 მეტრის სიმაღლეზე. უმაღლესი მწვერვალი - "ხარის საწოლი" 1.495 მეტრის სიმაღლეზეა. თოვლი ნოემბრის თვიდან აპრილის თვემდეა და თოვლის საფარი ზოგჯერ 2-3 მეტრს აღწევს.

გომარდულში არის მოწყობილი სამთო-სათხილამურო კურორტი. მოთხილამურეთათვის არის სათხილამურო ტრასა და ფუნქციონირებს 250 მეტრიანი საბაგირო გზა. აქვე შესაძლებელია თხილამურებისა და სპეცტანსაცმლის ქირაობა. ამჟამად კურორტზე რამოდენიმე საოჯახო ტიპის სასტუმრო, 5 ახალაშენებული კოტეჯი და რესტორანი მოქმედებს.

ყოველ ზამთარს გომარდულში თხილამურებით სრიალში აჭარის მასშტაბით შეჯიბრებები ეწყობა.

//