goBatumi.com

ოფიციალური გზამკვლევი


ბეშუმი

კურორტი ბეშუმი

აჭარის ადგილობრივი მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ზაფხულობით ადგილობრივი მნიშვნელობის მთის კურორტ "ბეშუმში" მიემგზავრება. ბეშუმი მდებარეობს არსიანის ქედის აღმოსავლეთ ფერდობზე, გოდერძის უღელტეხილიდან 7 კილომეტრის დაშორებით, ზღვის დონიდან 2.000 მეტრის სიმაღლეზე. მის გარშემო სუბალპური ზონის ტყეებია. ბეშუმი გამოირჩევა ჰაერის განსაცვიფრებელი სისუფთავითა და გამჭვირვალობით. წიწვოვანი ტყე ახდენს ჰაერის განსაკუთრებულ იონიზაციას. ბეშუმი საუკეთესო კურორტია მათთვის, ვისაც სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებები და ბრონქიალური ასთმა აწუხებს. კურორტი "ბეშუმი" ფუნქციონირებს ივნისის შუა რიცხვებიდან სექტემბრის დასაწყისამდე. აგვისტოს შუა რიცხვებში აქ ტრადიციული სახალხო დღესასწაული "შუამთობა" ტარდება, რომლის დროსაც სხვადასხვა ღონისძიებასთან ერთად მიმდინარეობს დოღი.

//