goBatumi.com

ოფიციალური გზამკვლევი


დაცული ტერიტორიები

ქობულეთის მუნიციპალიტეტი, კინტრიშის დაცული ტერიტორიები

საქართველოში დაცული ტერიტორიების საერთო ფართობია 520.272,85 ჰა, რაც ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 7%-ია. დაცული ტერიტორიების 75% ტყით არის დაფარული. დღეს ქვეყანაში IUCNგარე ბმულიკატეგორიების მიხედვით 16 სახელმწიფო ნაკრძალი, 10 ეროვნული პარკი, 18 აღკვეთილი, 24 ბუნების ძეგლი და 2 დაცული ლანდშაფტია. პირველი დაცული ტერიტორია - ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი 1912 წელს შეიქმნა.

ტურიზმის განვითარების საქმეში დაცულ ტერიტორიებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. საქართველოს უნიკალურ ბიომრავალფეროვნების გონივრულ გამოყენებაში და გარემოს ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნებაში, უდიდეს როლს თამაშობს აჭარის ტერიტორიაზე მდებარე ქობულეთის (ისპანის ტორფნარები) და კინტრიშის დაცული ტერიტორიები, მტირალას ეროვნული პარკი და მაჭახელას ეროვნული პარკი. თითოეული ადგილი ეკოტურისტული პოტენციალით ხასიათდება, სადაც შესაძლებელია საწყალოსნო, ეთნოლოგიური და ფრინველებზე დაკვირვების ტურების მოწყობა. აჭარაში 4 დაცული ტერიტორიაა.


შეიგრძენი ბუნება აჭარის დაცულ ტერიტორიებზე:

ქობულეთის დაცული ტერიტორიები სანაპიროდან სულ რაღაც სამასიოდე მეტრში თქვენ შეგიძლიათ იხილოთ მსოფლიოში ყველაზე ხელუხლებელი, ცოცხალი სფაგნუმიანი ტორფნარი...

კინტრიშის დაცული ტერიტორიები კინტრიშის დაცული ტერიტორიები რთული და მრავალფეროვანი რელიეფით ხასიათდება. ტერიტორიის უმეტესი ნაწილი მთებსა და ხეობებს უკავია...

მტირალას ეროვნული პარკი მტირალას ბუნებრივ ლანდშაფტს განსაკუთრებულ ელფერს მაღალი ტენიანობა, ხშირი წვიმები და ნისლი სძენს...

მაჭახელას ეროვნული პარკი მაჭახელას ე.პ. სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს და ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთის დაცულ ტერიტორიებს ერთმანეთთან აკავშირებს...

აღმოაჩინე სხვა ბუნებრივი სიმდიდრეები აჭარაში:

ბათუმის ბოტანიკური ბაღი ბათუმის ბოტანიკური ბაღი უნიკალურია მთელი ყოფილი საბჭოთა კავშირის მასშტაბით. იმ ადგილს, სადაც ბაღია გაშენებული "მწვანე კონცხი" ქვია...

მწვანე ტბა ტბა უზარმაზარ მთებს შორისაა მოქცეული და ნაძვნარითა და წიფლნარითაა შემოსაზღვრული. ამ მშვენიერ ტბას მიწისქვეშა წყაროები ასაზრდოებენ...

გოდერძის ნამარხი ტყე იგი უნიკალური არაორგანული ბუნების ძეგლია. მას კაჟის ტყესაც უწოდებენ. მისი ხილვა ჯერ-ჯერობით მხოლოდ შუა აზიასა და საქართველოშია შესაძლებელი...

სანაპირო ქვიშიანი დიუნა დიდარია ენდემებით, რელიქტებითა და ჰაბიტატების ისეთი სახეობებით, რომლებიც ევროკავშირისათვის ზურმუხტის ქსელისა და Natura 2000 ფარგლებშია დაცულია...

//