goBatumi.com

ოფიციალური გზამკვლევი


თეატრი

ბათუმი, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო დრამატული თეატრი

აჭარა ერთ-ერთი უძველესი თეატრალურ-სანახაობითი კულტურის რეგიონია საქართველოში. ბათუმთან ახლოს აღმართულია ციხე-სიმაგრე გონიო, ასპარი ანუ „აპსარუტინი“, რომელიც იყო კოლხიდის ერთი უძველესი ქალაქთაგანი ჩვენს ერაში (ს. ჯანაშია). მეექვსე საუკუნეში თეატრის მხოლოდ ნანგრევები უხილავს ბიზანტიელ ისტორიკოსს პროკოფი კესარიელს, რომლის ცნობით გონიო ოდესღაც „შემკული იყო თეატრითა და იპოდრომით“.

//