goBatumi.com

ოფიციალური გზამკვლევი


ფესტივალები

Batumi Summer Set Fest'13

საერთაშორისო ფეტივალები ბათუმში

აჭარის რეგიონი გახდა ქვეყნის მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრი, სადაც იმართება ყველაზე მნიშვნელოვალი კინო თუ მუსიკალური ფესტივალები.

ყოველწლიურად ჯაზის მოყვარულები უკვე ტრადიციულად იკრიბებიან ბათუმში გამართულ „შავი ზღვის ჯაზ ფესტივალზე“, სადაც საშუალება აქვთ უსმინონ მსოფლიოს სახელგანთქმულ ვარსკვლავებს. კლასიკური მუსიკის მოყვარულებს საშუალება აქვთ დაესწრონ სიმფონიური ორკესტრის მონაწილეობით შესრულებულ კონცერტებს. აგვისტოს ბოლო კვირას კი ელექტრონული მუსიკის მოყვარულთათვის იმართება "Batumi Summer Set Fest"-ი.

ტრადიციულად ყოველ წელს, სექტემბრის თვეში, ტარდება კინოს საერთაშორისო ფესტივალი „BIAFF’“, სადაც მსოფლიოს სახელგანთქმული რეჟისორები არიან წარმოდგენილნი. მნიშვნელოვანი ფესტივალია ასევე ანიმაციური ფილმების საერთასორისო ფესტივალი „თოფუზი“, რომელსაც ქალაქი სექტემბერ-ოქტომბრის თვეში მასპინძლობს.


სახალხო დღესასწაული – შემოდგომა ქედაში


სახალხო დღესასწაულები აჭარაში

აღსანიშნავია, რომ აჭარის ყველა კუთხეში პერიოდულად იმართება ტრადიციული ღონისძიებები და ფესტივალები, რომლებიც საინტერესოა როგორც უცხოელი, ასევე საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული სტუმრებისათვის, რადგანაც ისინი ნათლად ასახავენ აჭარის რეგიონის ადათ-წესებს, ტრადიციებსა თუ ცხოვრების სტილს. ტრადიციული დღესასწაულებიდან გამოირჩევა: „შუამთობა“, „კოლხობა“, „შემოდგომა ქედაში“, „ტბელობა“, „მაჭახლობა“, „სელიმობა“, „გომარდულობა“, „მერისობა“ თუ სხვა.

//