აჭარას ეკოტურიზმის დიდი პოტენციალი აქვს. აქ მდებარეობს 4 დაცული ტერიტორია, რეგიონის სოფლებში კი მრავლადაა მეურნეობები, რომლებიც ტურისტებს აგროტურიზმის, რურალ ტურიზმისა და ღვინის ტურიზმის მიმართულებით მრავალფეროვან ტურისტულ პროდუქტებს თავაზობენ, ბათუმის შემოგარენში გადამფრენი მტაცებლების სიუხვე კი ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმის განვითარების საუკეთესო პირობებს ქმნის.
დღეისათვის აჭარაში მარკირებულია ეკოტურისტული მარშრუტები 3 მიმართულებით: სოფლად ტურიზმი, ღვინის ტურიზმი და ფრინველებზე დაკვირვება. ყველა ამ მიმართულებისათვის შექმნილია სოფლად არსებული სასტუმრო სახლების ბაზა და არსებული მონაცემები დატანილია ინტერაქტიულ ინტერნეტ რუკაზე, რომელიც ძებნისა და ნავიგაციის ფუნქციითაა აღჭურვილი.
ეკოტურისტული მარშრუტების მარკირებისას საგზაო ნიშნებზე გამოყენებულია შემდეგი სიმბოლოები:
![]() |
![]() |
![]() |
![]() |