goBatumi.com

ოფიციალური გზამკვლევი


ზღვის სანაპირო ქვიშიანი დიუნა

ზღვის სანაპირო ქვიშიანი დიუნა

აჭარა მდიდარია ენდემებით, რელიქტებითა და ჰაბიტატების ისეთი სახეობებით, რომლებიც ევროკავშირისათვის ზურმუხტის ქსელისა (Emereld network) და Natura 2000 ფარგლებშია დაცულია. მათ უნიკალურობას განაპირობებს ის ფაქტი, რომ მათ მთელს ევროპაში გაქრობის საფრთხე ემუქრებათ.

სამხრეთ კოლხეთში მთელს აჭარის ზღვის სანაპიროზე შემორჩენილია დიუნა და დიუნური მცენარეულობა. იგი ბუნების ცოცხალი ძეგლია და ამ სტატუსით შედის ქობულეთის დაცული ტერიტორიის ფარგლებში.

აქ ხარობს ზურმუხტის ქსელისა და Natura 2000-ის შემდეგი სახეობები: ზღვის შროშანი - (Pancratium maritimum), ზღვის ნარი (Eringium maritimum), კაკილე (Cakile euxina), ყაყაჩურა (Glaucium flaum), ხვართქლა (Calystegia soldanella), ძირტკბილა (Glycyrrhiza glabra) და ასე შემდეგ.

//