- მდებარეობა: ხულოს მუნიციპალიტეტი
- მანძილი ბათუმიდან: 120 კმ
ზემო აჭარაში, გოდერძის უღელტეხილის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს ულამაზესი ტბა, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა "მწვანე ტბას" უწოდებს. ტბა უზარმაზარ მთებს შორისაა მოქცეული და ნაძვნარითა და წიფლნარითაა შემოსაზღვრული. ამ მშვენიერ ტბას მიწისქვეშა წყაროები ასაზრდოებენ. კამკამა წყალი სარკეში არეკლილ მთებთან ერთად საოცარ სიმშვიდეს და იდილიას ქმნის.