goBatumi.com

ოფიციალური გზამკვლევი


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი

სოფ. სარფი. ფოტოს ავტორი: ბექა ფხაკაძე

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი მდებარეობს დასავლეთ საქართველოს უკიდურეს სამხრეთ ნაწილში. ფართობო - 356,4 კვ. კმ-ია. მოსახელობა - 62.828 კაცია. მუნიციპალიტეტში შედის 11 თემი, 64 სოფელი.

ჩრდილოეთით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს ესაზღვრება ქ. ბათუმი და ნაწილობრივ ქობულეთის მუნიციპალიტეტი, აღმოსავლეთით ქედის მუნიციპალიტეტი, სამხრეთ-აღმოსავლეთით თურქეთის რესპუბლიკა, სამხრეთ-დასავლეთით შავი ზღვა. სანაპიროს სიგრძე შეადგენს 3 კმ-ს. ვაკე დაბლობებზე მორფოლოგიურად გამოიყოფა ზღვისპირა პლიაჟი. ყველაზე დიდი და წყალუხვი მდინარეა ჭოროხი, რომლის სიგრძე მუნიციპალიტეტის ფარგლებში შეადგენს 21 კმ-ს. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ძირითადი ნაწილი მთაგორიანია და ხასიათდება მცირე მიწიანობით. მუნიციპალიტეტი სპეციფიკურია თავისი გეოგრაფიული და კლიმატური პირობებით.

ჰავა, ისევე როგორც შავი ზღვის მთელი სანაპირო ზოლი, წარმოადგენს ნოტიო-სუბტროპიკული ჰავის სახესხვაობას და იგი ჩვეულებრივ გამოირჩევა ტემპერატურის უმნიშვნელო რყევადობით.

ნალექების უმეტესი ნაწილი უმთავრესად შემოდგომასა და ზამთარში მოდის. ყვველაზე უმცირესი კი გაზაფხულსა და ზაფხულში. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქარის საშუალო სიჩქარე უდრის 1,9 მ/წმ-ს.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ზღვის დონიდან 500-1.200 მ-მდე გავრცელებული გახლავთ ტყის ზონა, რომელიც უმთავრეს წილად წარმოდგენილია სხვადასხვა ფოთლოვანი მცენარით. ამ ზონის ფარგლებში ძირითადად ვხდებით წიფელის ტყეებს. ძუძუმწოვართაგან გავრცელებულია ტურა, მგელი, დათვი, ირემი, შველი. ასევე მრავლადაა სხვადასხვა სახის ხელფრთიანები, მაგალითად, ღამურა, ჭილყვავი, შევარდენი, ძერა, ოფოფი, ტყის ქათამი, გედი, იხვი, მწყერი.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში შემდეგი ტურიზმის სახეობებია განვითარებული: საზღვაო ტურიზმი, ეკო ტურიზმი, სოფლად ტურიზმი, ბერდვოჩინგი და კულტურულ-რელიგიური ტურიზმი.

ეკო ტურიზმისათვის საკმაოდ საინტერესოა მაჭახლის ხეობა და მისი ტყე-პარკი. მომხიბვლელი და ხელშეუხებელი ბუნება, კი თავგადასავლების მაძიებელი ტურისტისათვის სავიზიტო ბარათს წარმოადგენს.

სოფლად ტურიზმის განხორციელება შესაძლებელია მაჭახელას თემში, რასაც მოწმობს ბოლო პერიოდში უცხოელი დამთვალიერებლის მხრიდან დიდი მოთხოვნა. უცხოელ სტუმარს საშუალება ეძლევა გაეცნოს თემში მცხოვრები მოსახლეობის ყოფით ცხოვრებას. მაჭახელას თემი საკმაოდ დიდი წარსულის და ტრადიციების მქონეა, სადაც მოსახლეობა არის ძალიან თბილი და მეგობრული. დასვენების პერიოდში თემის უნიკალური ბუნების მშვენიერებიდან გამომდინარე დამსვენებელს საშუალება ეძლება მოაწყოს ლაშქრობები ჩანჩქერებსა და ისტორიულ ციხეებზე. დაათვალიეროს და გაეცნოს სოფლის მეურნეობის სხვადასხვა სახეობებს, კერძოდ კი მეფუტკრეობას. მეცხოველეობის სახეობებს: გაეცნოს ძროხის მოვლის პროცესს, გაისეირნოს ცხენით. თავისი ხელით მოამზადოს მაჭახელას ხეობისათვის დამახასიათებელი კულინარიული კერძები.

ფრინველებზე დაკვირვება (Birdwatching) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ჭოროხის დაბლობსა და აჭარისწყლის თემში საკმაოდ აქტიურია.

//