goBatumi.com

ოფიციალური გზამკვლევი


სათამაშო ტურიზმი

სათამაშო ტურიზმი

სათამაშო ტურიზმი (Gambling Tourism) ბათუმში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ადგილობრივ თუ ვიზიტით მყოფ აზარტის მოყვარულ სტუმრებს ბათუმი სთავაზობს კაზინოების ფართო არჩევანს. საქართველოს კანონმდებლობით სათამაშო ბიზნესის წარმოება არ არის აკრძალული. კაზინოს ბიზნესის განვითარებისათვის მნიშვნელოვანია ბათუმში პირველად ჩატარებული „კაზინოს ინვესტროთა“ კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას ღებულობდა დაახლოებით 120 სხვადასხვა სფეროს (ტურიზმის, სათამაშო ბიზნესი ა.შ.) წარმომადგენელი 25 სხვადახვა ქვეყნიდან. აღნიშნულ კონფერენციას დიდი მნიშვნელობა აქვს ბათუმის სათამაშო ბიზნესის პოტენციალის პოპულარიზაციისათვის და კაზინოს ბიზნესის სამომავლო განვითარებისათვის. ამჟამად ბათუმში არსებული კაზინოების უმრავლესობა განლაგებულია 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების შენობებში. აღსანიშნავია, რომ ასეთი სასტუმროების მშენებლობა კვლავაც გრძელდება, რაც უახლოეს წლებში აჭარაში სათამაშო ტურიზმის კიდევ უფრო განვითარებას მიანიშნებს.

//