goBatumi.com

ოფიციალური გზამკვლევი


ღვინის ტური

ღვინის ტური

მაღალმთიან აჭარაში გამავალი ყველა ტურისტული მარშრუტი ქედის მუნიციპალიტეტის სოფლებზე გადის.

ღვინის ტური ქედის რაიონში საშუალებას გაძლევთ მოინახულოთ „აჭარული ღვინის სახლი“ და საოჯახო ღვინის მარნები, დააგემოვნოთ შემოთავაზებული ღვინო, გაეცნოთ ადგილობრივ მცხოვრებთა ყოფას, სამზარეულოს (მონაწილეობა მიიღოთ კერძების დამზადებაში) და ხალხურ შემოქმედებას, დაათვალიეროთ ვენახები და მონაწილეობა მიიღოთ რთველში, ისიამოვნოთ გემრიელი ღვინითა და ადგილობრივი მოსახლეობის სტუმარმასპინძლობით, მიიღოთ „თამადის“ სერთიფიკატი.

ტურის ფარგლებში შესაძლებელია მოინახულოთ აჭარისწყლის ხეობის ღირშესანიშნაობები: ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია, მახუნცეთის ჩანჩქერი, თამარის თაღოვანი ხიდები, წმ. გიორგის სახელობის ეკლესია, წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესია, ქედის ეთნოგრაფიული მუზეუმი.

//