goBatumi.com

ოფიციალური გზამკვლევი


ღვინის ჭურჭელი

ღვინის ჭურჭელი

საუკუნეების განმავლობაში ქართველები ღვინოს მიირთმევდნენ განსაკუთრებული სასმისით, რომელიც მზადდებოდა რქებისა (ყანწი) და სპეციალურად დამიშავებული ტყავისაგან. ღვინის სმის ეს ტრადიცია დღესაც შენარჩუნებულია საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. შინაური ცხოველები წარმოადგენდნენ სასმისების დასამზადებელი მასალის წყაროს. რქების გაწმენდის, გამოხარშვის და გაპრიალების შედეგად მიიღებოდა სპეციალური ჭურჭელი. რქებისგან დამზადებული აღნიშნული სასმისები დიდ ინტერესს იწვევდა კავკასიაში მოგზაურ ვაჭრებსა და მებრძოლებში.

ღვინის შენახვა ხდება თიხის ჭურჭელში, რომელსაც ქვევრი ეწოდება. ქვევრი ბოლომდე ივსება დადუღებული წვენით და შემდგომ თავზე ეხურება ხის სახურავი, ხოლო ზემოდან იფარება მიწით. ზოგიერთ შემთხვევაში ქვევრი მიწის ქვეშ ინახება 50 წლის განმავლობაში.

სხვადასხვა ზომის, ფორმისა და დიზაინის ღვინის ჭურჭლები, როგორებიცაა ქვევრი, ჭური, კასრი, რუმბი, ტიკი გამოიყენება ღვინის შესანახად, ხოლო ხელადა, დოქი, სურა, ჭინჭილა, აზარფეშა, ფიალა, ბარძიმი, თასი, კულა გამოიყენება ღვინის დასალევად.

//