goBatumi.com

ოფიციალური გზამკვლევი


ქართული სუფრა


ღვინო ტრადიციული ქართული სუფრის განუყოფელი ნაწილია. გარდა მეღვინეობისა უძველესი ტრადიციებისა, საქართველოში არანაკლებ საინტერესო ტრადიცია აქვს თავად ღვინის სმის კულტურას. ქართული ღვინო ქართული სამზარეულოს ორგანული ნაწილი და შეუცვლელი დაანამატია. ქართული კერძების ძირითადი ინგრედიენტებია: ნიგოზი, ბროწეული, ბოსტნეული, ხორცეულობა, თევზი, ყველი და არრომატული სანებლები. უგემრიელესი ქართული კერძები არაჩვეულებრივად ეხამება ქართულ ღვინოს. საქართველოში ტრადიციულ ქეიფს ეწოდება „სუფრა“ და იგი ქართული კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია. ქართულ ენაში „სუფრა“ ასევე ნიშნავს მაგიდის გადასაფარებელს.

ქართულ სუფრას ყოველთვის უძღვება თამადა, რომელიც ქეიფის დროს სადღეგრძელოებს წარმოთქვამს. თამადას ირჩევეს შეკრებილი საზოგადოება ან მასპინძელი. წარმატებული თამადა უნდა ფლობდეს კარგ რიტორიკულ უნარ-ჩვევებს და ამავდროულად უნდა შეეძლოს დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მოხმარება. ქართული სუფრის ტრადიციის შესაბამისად ყოველი ახალი სადღეგრძელოსთვის სასმისს უნდა დაემატოს თუნდაც მცირე რაოდენობის ღვინო, მიუხედავად იმისა ბოლომდე ცარიელია თუ არა ის. ქეიფისას თამადის ყველა სადღეგრძელოზე სუფრის წევრები ჭიქას ზევით სწევენ და სადღეგრძელოს უერთდებიან. პირველად წარმოითქმება უფლის და მშვიდობის სადღეგრძელოები. ღვინის ჩამოსხმა ხდება სპეციალური თიხის დიქებისგან. ქეიფისას ხშირად სრულდება ქართული ხალხური სიმღერები და ცეკვები.

//