დასავლეთ საქართველოს რეგიონებიდან მევენახეობა-მეღვინეობის ერთ-ერთ უძველეს კერას წარმოადგენს აჭარა, სადაც მაღლარი ვენახის გავრცელების ზედა საზღვარი ზღვის დონიდან 1.200 მეტრს აღწევს.
მსოფლიო მევენახეობა-მეღვინეობის საგანძურში, ვაზისადმი მზრუნველობის, ვენახის გაშენება-მოვლის უძველესი ტრადიციების ჩამოყალიბებაში აჭარას ღირსეული ადგილი უკავია. მნიშვნელოვანია ამ მხარის წვლილი ვაზის - უმდიდრესი გენოფონდის, ამ ეროვნული განძის შექმნის საქმეში. ამ პატარა ტერიტორიაზე (2,9 ათასი კვ. კმ) მრავალფეროვანობით გამორჩეულ ბუნებრივ-ლანდშაფტურ პირობებში, თავის წილად 40-ზე მეტი კულტურული ვაზის ჯიშია შექმნილი და აპრობირებული.
ვაზის გავრცელებული ჯიშები აჭარაში:
- ალმურა თეთრი
- ალმურა შავი
- ახალაკი მუქი წითელი
- ბათომურა შავი
- ბაღის ყურძენი თეთრი
- ბროლა თეთრი
- ბურძღალა შავი
- ბუტკო შავი
- გორგოული თეთრი
- ვაიოს საფერავი
- თეთრა თეთრი
- თურვანდი თეთრი
- კაიკაციშვილისეული
- კვირისთავა თეთრი
- კიბურა ვარდისფერი
- კირწწითელა შავიკლარჯუღი თეთრი
- კლარუჯა თეთრი
- კორძალა წითელი
- ლივანურა თეთრი
- ლივანურა შავი
- მაგარი შავი
- მეკრენჩხი შავი
- მორცხულა შავი
- მწვანე აჭარული თეთრი
- მწვანურა თეთრი
- ორჯოხული თეთრი
- პოვნილი მუქი წითელი
- სალიკლევი შავი
- საფერავი აჭარული შავი
- საწურავი შავი
- სხალთაური თეთრი
- ტაგიძურა შავი
- ტყის ვაზი შავი
- ტყის ყურძენი შავი
- ქორქაულა შავი
- შავშურა თეთრი
- შიშველი შავი
- ჩიტისთვალა აჭარული
- ცვითე თეთრი
- ცხენისძუძუა აჭარული შავი
- წვიტე წითელი
- ჭეჭიბერა
- ჭიპაკური შავი
- ჭოდი შავი
- ხარისთვალა აჭარული შავი
- ჯავახეთური
- ჯინეში შავი