თუ ზაფხულის ცხელ სეზონზე სოფლის სიგრილეში გაღვიძება, დილით არომატული (სახლში დამზადებული) ჩაის მირთმევა და შემდეგ ველოსიპედით ქალაქში, ზღვის სანაპიროზე ჩასვლა და გარუჯვა გსურთ, დაგეგმეთ ზაფხულის გატარება ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში. აქ მთის ჰაერს შორიდან მონაბერი ზღვის მარილიანი ჰაერი ერევა. ხოლო თუკი გვიან შემოდგომაზე ესტუმრებით აქაურობას, შეგიძლიათ საკთარი ხელით მოკრიფოთ მანდარინი. ამ დროს აქ ყველგან ციტრუსის კრეფაა გაჩაღებული და ჰაერშიც ციტრუსის სურნელი ტრიალებს.
ცნობიერების გასამდიდრებლად ქობულეთთან სულ ახლოს შეგიძლიათ უნიკალურ და მრავალფეროვან ბოტანიკურ ბაღში გაისეირნოთ, იხილოთ ისპანის ხავსიანი ტორფნარები, სადაც სფაგნუმიანი ხელუხლებელი ჭაობია. თავგადასავლების მაძიებლებს მტირალას ეროვნული პარკის და კინტრიშის ნაკრძალის დალაშქვრაც შეუძლიათ. ეს მუნიციპალიტეტი შუასაუკონოვანი ციხეებითა და ხიდებით გაგაკვირვებთ, აღგაფრთოვანებთ ახ.წ.-ის მე-6 საუკუნის პეტრას ციხის ნანგრევებით და სახელგანთქმული სოფლებით. ვრცლად ქობულეთის მუნიციპალიტეტის შესახებ...
|