goBatumi.com

ოფიციალური გზამკვლევი


ჩაქვისთავი

სოფელი ჩაქვისთავი

აჭარის თვალწარმტაცი ბუნება, ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნება და სტუმართმოყვარე მოსახლეობა სოფლად ტურზმის განვითარების საუკეთესო წინაპირობაა. სოფლად ტურიზმის განვითარებისათვის აჭარის სოფლებში შერჩეული იქნა ტურისტული მეურნეობები, სადაც ტურისტებს საშუალება აქვთ დატკბნენ სოფლად ტურიზმით და ჩაერთონ სხვადასხვა საქმიანობებში.

სოფელი ჩაქვისთავი (მდებარეობს მტირალას ეროვნულ პარკში, ქობულეთის მუნიციპალიტეტი)

მდებარეობა (მდებარეობს მტირალას ეროვნული პარკის ტერიტორიაზე):

  • ბათუმიდან 25 კილომეტრის დაშორებით,
  • ზღვის დონიდან 1.381 მეტრის სიმაღლეზე.

წლის პეროდი: ზაფხული, შემოდგომა.

აქტივობები: მებაღეობის და მებოსტნეობის ტრადიციული წესების შესწავლა, ჰაიკინგი, კემპინგი, ადგილობრივი კერძების დამზადების ტრადიციული წესების შესწავლა, ველოსიპედით გასეირნება, ცხენზე ჯირითი, ისტორიულ-კულტურული ძეგლების მონახულება, ნადირობა, თევზაობა, ხალხური რეწვის შესწავლა, ღვინის დაყენება ან არყის გამოხდა (სეზონურად).

//