აჭარის თვალწარმტაცი ბუნება, ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნება და სტუმართმოყვარე მოსახლეობა სოფლად ტურზმის განვითარების საუკეთესო წინაპირობაა. სოფლად ტურიზმის განვითარებისათვის აჭარის სოფლებში შერჩეული იქნა ტურისტული მეურნეობები, სადაც ტურისტებს საშუალება აქვთ დატკბნენ სოფლად ტურიზმით და ჩაერთონ სხვადასხვა საქმიანობებში.
სოფელი ნიგაზეული (შუახევის მუნიციპალიტეტი)
მდებარეობა:
- ბათუმიდან 78 კილომეტრის დაშორებით,
- ზღვის დონიდან 800 მეტრის სიმაღლეზე.
წლის პერიოდი: გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა.
აქტივობები: მესაქონლეობის, მეფრინველეობის, მებოსტნეობის ტრადიციული წესების შესწავლა, ჰაიკინგი, კემპინგი, კლდეზე ცოცვა, თხილამურებით და ციგით სრიალი, ნადირობა, თევზაობა, ხალხური რეწვის შესწავლა - ქსოვა, თამბაქოს დამუშავების ტრადიცული ხერხების ნახვა-შესწავლა, ღვინის დაყენებისა და არყის გამოხდის შესწავლა, ადგილობრივი კერძების ტრადიციული დამზადების შესწავლა, სამკურნალო-მინერალური წყლების მონახულება, ისტორიულ-კულტურული ძეგლების მონახულება.