შუახევის მუნიციპალიტეტში მდებარე შუასაუკუნოვანი ციხე-სიმაგრეები ჩვენი წარსულის სიდიადეზე მეტყველებენ. ამას ამოიკითხავთ ხიმშიაშვილების, ოთოლთასა და კავიანის ციხეების შემორჩენილ ნანგრევებზე. ჩვენი წარსულის სიდიადეს ბუნებაც უწყობს ხელს.
სოფლის მეურნეობა შუახევის ეკონომიკის მთავარ დარგს წარმოადგენს. შუახევი ტიპიური მთიანი მუნიციპალიტეტია. სოფლებს გარს აკრავს დაბალი და საშუალო მთები, რომლებიც მრავალფეროვანი ტყეებით არის შემოსილი. აქ სტუმარს შეუძლია ფეხით მოიაროს ახლომდებარე ტყეები, სეზონზე ინადიროს გარეულ ღორზე, კურდღელზე, მაჩვსა და სხვა ცხოველებზე.
უხვადაა მინერალური წყლები: შუახევის, შამბალეთის, ლამაზმარეს, ბათალვაკის, გუდნის, ბოგილის, ტყემალთის, უჩამბის და სხვა. სოფელ ტომაშეთის მიდამოები ცნობილია გოგირდწყალბადიანი თერმული წყლებით, რომელთა ტემპერატურა 30 oC–ს აღწევს.
შუახევში გაეცნობით რეწვის ისეთ სახეობებს, როგორიც არის ხეზე კვეთა და გაიცნობთ უკვე იშვიათ ხელობას - ჩასაბერი მუსიკალური ინსტრუმენტის ჭიპონის დამზადებას. ვრცლად შუახევის მუნიციპალიტეტის შესახებ...
|
|
