goBatumi.com

ოფიციალური გზამკვლევი


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი

მაჭახლის ხეობა. გვარას ციხე

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში საოცრად ლამაზ მაჭახელას ხეობას ნახავთ. სოფლებში ფეხით, ველოსიპედით და ცხენით გასეირნებით მოინახულებთ შუასაუკუნეების თაღოვან ხიდებს, რომელთაგან ყველაზე დიდი ცხემლარას ხიდია (სიგრძე 25მ, სიგანე 2მ). ნახავთ ციხეებს, ეკლესია-მონასტრებს, ქვითკირით ნაშენ ღვინის საწნახელებსა და მარნებს, რომლებიც თავიანთი სიძველით ისტორიული განვითარების სხვადასხვა პერიოდს განეკუთვნებიან. მაჭახელას ხეობასთან არის დაკავშირებული ზოგიერთი თქმულება თამარ მეფის შესახებ.

ძველად ამ ხეობაში მდიდარი სამჭედლო-სახელოსნოები მდებარეობდა, სადაც საოჯახო და სასოფლო-სამეურნეო იარაღებთან ერთად იჭედებოდა ცეცხლსასროლი და ცივი იარაღები. მდინარეების ჭოროხისა და მაჭახელას შესართავთან ნახავთ თოფ „მაჭახელას“ მონუმენტს, აქვე სოფელ ზემო ჩხუტუნეთში, ექსპონატებით მდიდარ მაჭახელას ეთნოგრაფიული მუზეუმს დაათვალიერებთ და ბოლოს ცნობილი მაჭახელას თაფლითა და მისი დამზადების ტექნოლოგიით მოიხიბლებით. ვრცლად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის შესახებ...


სოფლი ცხემლარა აქ შეგიძლიათ გაეცნოთ "მაჭახელას თოფის" შექმნის ტრადიციებს...

//