goBatumi.com

ოფიციალური გზამკვლევი


ცხემლარა

სოფელი ცხემლარა

აჭარის თვალწარმტაცი ბუნება, ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნება და სტუმართმოყვარე მოსახლეობა სოფლად ტურზმის განვითარების საუკეთესო წინაპირობაა. სოფლად ტურიზმის განვითარებისათვის აჭარის სოფლებში შერჩეული იქნა ტურისტული მეურნეობები, სადაც ტურისტებს საშუალება აქვთ დატკბნენ სოფლად ტურიზმით და ჩაერთონ სხვადასხვა საქმიანობებში.

სოფელი ცხემლარა (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი)

მდებარეობა:

  • ბათუმიდან 27 კილომეტრის დაშორებით,
  • ზღვის დონიდან 330 მეტრის სიმაღლეზე.

წლის პეროდი: ზაფხული, შემოდგომა.

აქტივობები: მებაღეობის და მებოსტნეობის ტრადიციული წესების შესწავლა, მესაქონლეობის, მეფრინველეობის, მებოსტნეობის, მეფუტკრეობის ტრადიციული წესების შესწავლა, ნადირობა, თევზაობა, ადგილობრივი კერძების დამზადების ტრადიციული წესების შესწავლა, ჰაიკინგი, კემპინგი, ჯომარდობა, ისტორიულ-კულტურული ძეგლების მონახულება, „მაჭახელას თოფის“ შექმნის ტრადიციის გაცნობა, ხალხური რეწვის შესწავლა - ქსოვა, ქარგვა, გოდრის და კალათების დაწნა, ღვინის დაყენება ან არყის გამოხდა (სეზონურად).

//