სიმშვიდისა და სუფთა ჰაერის გარანტიას იძლევა სოფლად ტურიზმი ქედის მუნიციპალიტეტში. აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ ნოყიერი რძის პროდუქტები, ახალგამომცხვარი ქედის პური და ქედის ვარდისფერი პომიდორი. ტურისტულ მეურნეობებში შეგიძლიათ დააჭაშნიკოთ ქედის ღვინოები, რომელიც ისეთი უნიკალური ყურძნის ჯიშებისაგან იწურება, როგორიც არის ქედის ცოლიკაური და ჩხავერი.
ქედა ცნობილია სამკურნალო მინერალური წყლებითა და აბანოებით. კოკოტაურისა და გუნდაურის წყლები სასარგებლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებებისათვის.
ზაფხულის სიცხეში გაგრილდით მწვანე ჩრდილში მოქცეულ გვახა-მორევას ჩანჩქერზე. სანადირო ადგილები ძალიან ახლოსაა ტურისტულ მეურნეობებთან. აქ ადგილობრივები ხელით ქსოვასაც გასწავლიან. ვრცლად ქედის მუნიციპალიტეტის შესახებ...
|
|