ისტორიულად ბათუმის პორტი კავკასიის რეგიონში ლოჯისტიკურ ცენტრს წარმოადგენს. ეს იყო პირველი პორტი, რომლის წყალობითაც საქართველომ სატრანზიტო ქვეყნის ფუნქცია შეიძინა. ბათუმის პორტის კიდევ უფრო განვითარებას ხელი შეუწყო პორტის პორტო ფრანკოდ გამოცხადებამ 1878 წელს. ბათუმის პორტის განვითარების ერთ-ერთი ძირითადი განსაზღვრელი ფაქტორი ნავთობი იყო.
XX საუკუნის დასაწყისში ბათუმის პორტი თავისი მნიშვნელობითა და ტვირთბრუნვის რაოდენობით შავიზღვისპირეთში წამყვანი პორტის ადგილს იკავებს.
ნავთობის გადაზიდვაში აქტიური როლის შესრულებით ბათუმის პორტი საერთაშორისო მნიშვნელობის სატრანსპორტო კორიდორი გახდა. აღსანიშნავია, რომ თავად აჭარის მთავრობა აქტიურ მონაწილეობას ღებულობს სხვადასხვა საერთაშორისო საკრუიზო გამოფენებსა თუ სემინარებში, როგორებიცაა: სტამბოლის ზამთრის საკურიზო ფორუმი "Seatrade", ჰამბურგის საერთაშორისო კონფერენცია "Seatrade Europe Cruise and Rivercruise Convention", მაიამის საერთაშორისო გამოფენა "Seatrade Cruise Shipping Convention" და ა.შ. აღნიშნული საქმიანობების შედეგად ბათუმის პორტში შემომსვლელი საკრუიზო გემების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. დღეისათვის, ბათუმის პორტი მასპინძლობს სხვადასხვა მსხვილ საკრუიზო გემებს, როგორებიცაა: "Island Sky", "Albatros", "Silver Wind", "Minerva", "Spirit of Advernture", "Prinsendam". წელს ბათუმის პორტში ასევე შემოვიდნენ საკურიზო გემები: "Regatta" და "Princess Daphne".
ჩვენს რეგიონში საკრუიზო ტურიზმის განვითარებისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს მსოფლიოში ერთ-ერთ უმხვილეს საკრუიზო კომპანიასთან "Royal Caribbean"-თან გამოფრმებულ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლიც ფარგლებშიც შემუშავებული იქნა ბათუმის პორტის რეკოსნტრუქციის გეგმა. აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში იგეგმება ბათუმის პორტის ნავმისადგომის 340 მეტრამდე გაფართოება. პროექტი 2014 წლისათვის უნდა დასრულდეს. ახალი პორტის მეშვეობით ბათუმში შემოსვლა შეეძლება ყველა ზომისა და ტიპის საკრუიზო გემს. პროექტის ფარგლებში ასევე იგეგმება მრავალფუნქციური კომპლექსის მოწყობა, სადაც შევა სუვენირის მაღაზიები, მუზეუმები, კაფე რესტორნები და სხვა გასართობი ობიექტები.
სასარგებლო ბმული: ბათუმის საზღვაო ნავსადგური