goBatumi.com

ოფიციალური გზამკვლევი


სამთო-სათხილამურო ტურიზმი

ხულოს მუნიციპალიტეტი,  კურორტი გოდერძი

საქართველოს სამხრეთ-დასავლეთში მდებარე აჭარის რეგიონს გარდა საზღვაო კურორტისა სამთო-სათხილამურო კურორტის დიდი პოტენციალი გააჩნია.

აჭარის მაღალმთიან ზონაში ჰავა ნოტიოა. ზამთარი შედარებით ცივი და ხანგრძლივია. ხოლო ზაფხული ხანმოკლე და გრილი. მთიან აჭარაში მთების საშუალო სიმაღლე 2.000-2.500 მეტრია.

ბოლო წლებში მაღალმთიან აჭარაში დაიწყო სამთო კურორტების გაშენება. მათ როგორც სამკურნალო-რეკრეაციული, ასევე გასართობი დანიშნულება აქვთ და ისინი წლის ოთხივე სეზონზე არის გათვალისწინებული. ასევე, აქტიურად დაიწყო აჭარის სამთო-სათხილამურო კურორტების ინფრასტრუქტურული განვითარებაც.


შეიგრძენი მთიანი აჭარა:

ბეშუმი აჭარის ადგილობრივი მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ზაფხულობით მთის კურორტ ბეშუმში მიემგზავრება...

გოდერძი გოდერძი იქნება ოთხ სეზონზე გათვლილი რომანტიული კურორტი...

გომარდული თოვლი ნოემბრის თვიდან აპრილის თვემდეა და თოვლის საფარი ზოგჯერ 2-3 მეტრს აღწევს...

დანისპარაული კურორტზე სათხილამურო ბაზა აღჭურვილია მოთხილამურეთათვის საჭირო ინვენტარით...

ქედლები უმაღლესი მწვერვალი "გოგური" 1.692 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს...

ღომას მთა გარდა სამკურნალო-მინერალური წყლებისა, ღომა ზამთრის კურორტის მოწყობის შესაძლებლობას იძლევა...

//