goBatumi.com

ოფიციალური გზამკვლევი


შემოდგომა ბათუმში

შემოდგომა, ბათუმი
სექტ. ოქტომ. ნოემ.
საშუალო ტემპერატურა
20 22 22
საშ. მაღალი ტემპერატურა
22 25 25
საშ. დაბ. ტემპერატურა
17 19 19

საშუალო ტემპერატურა (oC) შემოდგომაზე ბათუმში
წყარო:
weatherbase.com

ბათუმში ვიზიტისათვის შემოდგომა ერთ-ერთი საუკეთესო სეზონია. თბილი და მზიანი ამინდები გვიან შემოდგომამდე გრძელდება და ამ პერიოდს ხშირად "ხავერდოვან სეზონად" მოიხსენიებენ.

ზღვაზე დასვენებასთან ერთად შემოდგომის მზიანი ამინდები საუკეთესოა სოფლად დასვენებისა და ღვინის ტურიზმისათვის. შემოდგომაზე მთიან აჭარაში რთველი ტარდება, სადაც ვაზის დაკრეფასა და ღვინის დაყენებაში მონაწილეობის მიღებაა შესაძლებელი. აჭარაში ვაზის კულტურა დანარჩენი საქართველოსაგან განსხვავებულია, რადგან იშვიათი ჯიშებით გამორჩეული ვაზი გაშენებულია არა გაშლილ მინდვრებზე, არამედ მთა-გორიან ადგილებში.

შემოდგომაზე ბათუმის ბოტანიკურ ბაღში ნამდვილი ფერთა დღესასწაულია. განსხვავებული ლანდშაფტებით ცნობილი ბაღი ამ დროისთვის ერთდროულად ოქროსფერი საბურველითა და სიმწვანითაა შემოსილი. შემოდგომის ყვავილებსა და ზღვის სილურჯეში დაუვიწყარი პეიზაჟები იშლება. ფეხით თუ ელექტრომობილით შემოდგომის ბაღში გასეირნება სასიამოვნო განწყობით აგავსებთ.

ბათუმის ბულვარსა და 6 მაისის პარკში სასეირნოდ საუკეთესო ამინდები გელოდებათ. აქვე შეგიძლიათ გამოიყენოთ ველო-ბილიკები, რომლებიც გარდა პარკებისა, ქალაქის ცენტრალურ ქუჩებსა და ველოსადგომებს მოიცავს.

//