goBatumi.com

ოფიციალური გზამკვლევი


ზაფხული ბათუმში

ზაფხული ბათუმი
ივნისი ივლისი აგვისტო
საშუალო ტემპერატურა
20 22 22
საშ. მაღალი ტემპერატურა
22 25 25
საშ. დაბ. ტემპერატურა
17 19 19

საშუალო ტემპერატურა (oC) ზაფხულში ბათუმში
წყარო:
weatherbase.com

მზიანი, ცხელი ამინდები შავი ზღვის მრავალფეროვანი პლაჟებით სწორედ ზაფხულში იზიდავს უამრავ დამსვენებელს. ამ პერიოდში ქალაქი ივსება როგორც უცხოელი, ისე საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან ჩამოსული ტურისტებით.

ბათუმის სანაპირო ზოლი, ისევე როგორ საკურორტო ზონები კვარიათი, სარფი, ჩაქვი და ქობულეთი ცხელ სეზონზე სხვადასხვა გასართობი და ტურისტული ობიეტების სიმრავლით გამოირჩევა.

ზაფხულის განმავლობაში ქვეყნის კულტურული ცენტრი დედაქალაქიდან სწორედ ბათუმში ინაცვლებს. ევროპული ტიპის ღია მოედნებზე უამრავი საერთაშორისო დონის კონცერტი და ფესტივალი ტარდება.

ცნობილი მომღერლებისა და ჯგუფების კონცერტები, ცირკისა და თეატრის სპექტაკლები, კლასიკური მუსიკისა და ოპერის საღამოები, სპორტული სანახაობები ძირითადად სწორედ ივნისი-აგვისტოს თვეებში ტარდება.

ზაფხულში აქ ტურიზმის თითქმის ყველა სახეობით შეიძლება დაკავდეთ. სათამაშო ტურიზმი განსაკუთრებული აზარტულობით ზაფხულში გამოირჩევა, რადგან ქალაქს უამრავი დამსვენებელი და ტურიზმის ამ სახეობის მოყვარული ჰყავს. ეკო ტურიზმის მიმდევრებს შეუძლიათ ზაფხულის ცხელი დღეები მთაში, ზომიერ და სასიამოვნო ტემპერატურაში გაატარონ, სადაც გარდა სოფლად ტურიზმისა და ღვინის ტურიზმის გაცნობისა, შეეძლებათ სახალხო დღესასწაულებზე დასწრებაც, რომლებიც ტრადიციისამებრ სწორედ აგვისტო-სექტემბრის თვეებში ტარდება სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ("კვირიკობა", "კინტრიშის ხეობის ზეიმი", "მარიამობა", "კოლხობა", "შუამთობა შუახევში", "სელიმობა", "შუამთობა ბეშუმში", "შუამთობა ჩუდურაულში", "შუამთობა სარიჩაიში", "შუამოთობა ზორტიყელში").

ზაფხულის სეზონზე 6 მაისის პარკი განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს. დელფინარიუმი დღეში სამ შოუს მართავს, აქვე შეგიძლიათ ესტუმროთ ბავშთა გასართობ ატრაქციონებსა და ზოო კუთხეს.

ბათუმის ბოტანიკურ ბაღში გასეირნება კი მისივე სანაპირო ზოლზე გასვლით შეიძლება დაასრულოთ, სადაც განსაკუთრებული სიმყუდროვითა და ბუნებით გამორჩეული პლაჟი მდებარეობს.

//