goBatumi.com

ოფიციალური გზამკვლევი

სიახლეები და პრესა

საერთაშორისო ტურისტული სალონი ''Poznan Tour Salon 2013''

ოქტომბერი 17, 2013

17-19 ოქტომბერს, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი პოლონეთში ქალაქ პოზნანში ტურისტულ გამოფენა-სალონ „ Poznan Tour Salon"-ში მონაწილეობს.  

რუსული პრესის წარმომადგენლები აჭარაში

ოქტომბერი 10, 2013

10-11 ოქტომბერს  ბათუმი რუსული ბეჭდვითი მედიის წარმომადგენლებს უმასპინძლებს. გაზეთ „კომერსანტის“, „ვაკრუგ სვეტას“, ჟურნალ „ლიზას“,, ოტდოხნის“ და სხვა პოპულარული გამომცემლობების წარმომადგენლები საქართველოში ვიზიტს ბათუმიდან იწყებენ.

ბათუმი პოლონურ ტურისტულ ჟურნალ ''Voyage''- ში

ოქტომბერი 7, 2013

პოლონეთში პოპულარული ტურისტული ჟურნალი „Voyage” ბათუმის შესახებ სტატიას აქვეყნებს. ოქტომბრის თვის გამოცემაში პოტენციური ტურისტები ბათუმის შესახებ შთამბეჭდავ ფოტოებს იხილავენ და  გაეცნობიან მის ტურისტულ პოტენციალს. 

17 გვერდიანი სტატია ბათუმზე ''პეგასუსის'' საბორტო ჟურნალში

ოქტომბერი 4, 2013

ბათუმის შესახებ 17 გვერდიანი სტატია დაიბეჭდა ცნობილი თურქული ავიაკომპანია „პეგასუსის“ ოქტომბრის თვის საბორტო ჟურნალში. სტატიის სათაურია „ბათუმი სასწაული“, ავტორი კი ცნობილი თურქი ბლოგერი და ჟურნალისტი ჰაზალ ილმაზი.

''4 დღე ბათუმში'' - სტატია პოლონურ ჟურნალში

ოქტომბერი 1, 2013

პოლონეთის ქალაქ კატოვიცეს აეროპორტის ჟურნალში „SILESIA-AIRPORT“-ის შემოდგომის ნომერში დაიბეჭდა ვრცელი სტატია აჭარა-ბათუმის შესახებ.  სტატიის სათაურია „4 დღე ბათუმში“ და აღწერილია ის მნიშვნელოვანი და მიმზიდველი სანახაობები, რომლებიც აუცილებლად უნდა მოინახულო რეგიონში ვიზიტისას. 

//