goBatumi.com

ოფიციალური გზამკვლევი

სიახლეები და პრესა

ბათუმის ტურისტული გზამკვლევი

ივლისი 29, 2013

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თანამშრომლობით, კომპანია "In Your Pocket Georgia LLC"–ის მიერ გამოიცა ბათუმის ტურისტული გზამკვლევი "Batumi In Your Pocket 2013". ამ ეტაპაზე დაიბეჭდა 10.000 ცალი ინგლისურენოვანი ეგზეპლარი.

ბათუმი თურქულ მედიაში

ივლისი 3, 2013

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი საზღვარგარეთ წარმოებული კამპანიის ფარგლებში სხვადასხვა პიარ-აქტივობას ახორციელებს თურქეთის რესპუბლიკაში. 30 ივნისს CNN-თურქეთის კულინარიულ გადაცემაში 15 წუთი დაეთმო ბათუმს.

ბათუმი პოლონეთის სახელმწიფო არხზე - TVP1

ივლისი 2, 2013

აპრილის თვეში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა საზღვარგარეთ სარეკლამო კამპანიის ფარგლებში პოლონეთის სახელმწიფო არხის ჟურნალისტთა ჯგუფს უმასპინძლა. ჯგუფის მიერ სხვადასხვა თემატიკაზე რამდენიმე სიუჟეტი მომზადდა, რომლებიც პოლონურ არზებზე შუქდება.

Batumi Travel Places - ახალი მობილური აპლიკაცია

ივნისი 19, 2013

რეგიონის პოპულარიზაციისა და ტურისტთა მომსახურების ხარისხის ასამაღლებლად აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი კიდევ ერთ საინტერესო პროექტს უწევს ორგანიზებას. პროექტი ითვალისწინებს მობილური კავშირის სისტემაში ბათუმის მობილური გზამკვლევის "Batumi Travel Places" შექმნას.

ვარშავა-ბათუმის სეზონური პირდაპირი ფრენები იწყება

ივნისი 14, 2013

14 ივნისს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ვარშავიდან სეზონის პირველი ჩარტერული ფრენა განხორციელდება. 12:00 საათისთვის ბათუმში 170 პოლონელი ტურისტი ერთი კვირით ჩამოვა დასასვენებლად. 

//