goBatumi.com

ოფიციალური გზამკვლევი


ბათუმი თურქულ მედიაში

ბათუმი თურქულ მედიაში

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი საზღვარგარეთ წარმოებული კამპანიის ფარგლებში სხვადასხვა პიარ-აქტივობას ახორციელებს თურქეთის რესპუბლიკაში. 30 ივნისს CNN-თურქეთის კულინარიულ გადაცემაში 15 წუთი დაეთმო ბათუმის, მისი ღირშესანიშნაობებისა და სამზარეულოს კულტურის ამსახველ რეპორტაჟს.

სატელევიზიო გადაცემების შემდეგ საგაზეთო პუბლიკაციები გამოყვეყნდა. კერძოდ, ცნობილ ჟურნალ "Platin"-ის ივლისის თვის გამოცემაში 5 გვერდიანი სტატია მიეძღვნა აჭარას, როგორც საინტერესო ტურისტულ მიმართულებას. ასევე თურქეთის ყველაზე პოპულარულ გაზეთ "ჰურიეთის" კულინარია-ტურიზმის რუბრიკაში ბათუმი აღწერილია როგორც საინტერესო ქალაქი უგემრიელესი კერძებით.

იხილეთ შემდეგი ბმული: www.tv.cnnturk.com/ardaninmutfagi

//