goBatumi.com

ოფიციალური გზამკვლევი


მუსიკალური ფესტივალი ბათუმური გაზაფხული

მუსიკალური ფესტივალი ბათუმური გაზაფხული

16 აპრილს ბათუმში მუსიკალური ფესტივალი, "ბათუმური გაზაფხული" აიღებს სტარტს. მას ანი კეკუა და და ჯგუფი "The Groove" გახსნიან. 17 აპრილს ფესტივალს ბათუმური როკ ჯგუფების კონცერტი "Rock PARTY" გააგრძელებს, 18 აპრილს კი ფესტივალის ფარგლებში გაიმართება საღამო "ექიმები არ ხუმრობენ". კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: ლაშა ღლონტი, გოგიტა იორამაშვილი, ირაკლი ჭელიშვილი, გია აფხაზავა, გოგიტა გეგელაშვილი, კახა იშხნელი და სხვები.

20 აპრილს "ბათუმურ გაზაფხულს" ჯაზის საღამო გააგრძელებს.

ფესტივალი 22 აპრილს კვარტეტ "ნოტას" მუსიკალური საღამოთი დასრულდება, სახელწოდებით "მინდა ისევ მოგეფერო ჩემო ბათუმო".

კონცერტები აღნიშნულ დღეებში საღამოს 19:00 საათზე დაიწყება. წელს "ბათუმური გაზაფხული" უკვე მეშვიდედ ტარდება, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მას სეზონური ხასიათი აქვს და წელიწადში ოთხჯერ იმართება.

გარდა ამისა, "ბათუმური გაზაფხულის" ფარგლებში გაიმართება ახალგაზრდა მხატვრების ნამუშევრების გამოფენა. 16-20 აპრილს ასევე ბათუმის ხელოვნების ცენტრში წარმოდგენილი იქნება ფოტო გამოფენაც, სადაც დამთვალიერებელი ძველი და ახალი ბათუმის ნახვას შეძლებს.

აბონემენტის ფასი 10 ლარია, ბილეთის ღირებულება კი 5-დან 10 ლარამდე გახლავთ. ბილეთები და აბონემენტები იყიდება ბათუმის ხელოვნების ცენტრის სალაროებში.

ჩატარების ადგილი: ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი

მისამართი: ოდისეი დიმიტრიადის ქ. 1

ტელ.: 0 422 27 62 40

ელ-ფოსტა: info@muscenter.ge

ვებ-გვერდი: www.muscenter.ge

//