goBatumi.com

ოფიციალური გზამკვლევი


ბათუმის ტურისტული გზამკვლევი

ბათუმის ტურისტული გზამკვლევი

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თანამშრომლობით, კომპანია "In Your Pocket Georgia LLC"–ის მიერ გამოიცა ბათუმის ტურისტული გზამკვლევი "Batumi In Your Pocket 2013", რომელიც ამავდროულად მოიცავს ინფორმაციას აჭარაში დასვენების შესახებ. ამ ეტაპაზე დაიბეჭდა 10.000 ცალი ინგლისურენოვანი ეგზეპლარი, ხოლო შემდგომში დაემატება 3.000 - პოლონურენოვანი და 7.000 - რუსულენოვანი.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში ასევე დაიგეგმა სარეკლამო აქტივობა პოლონეთის 6 სხვადასხვა ქალაქის გზამკვლევში – "Gdansk in your pocket", "Katowice in your pocket", "Warsaw in your pocket", "Krakow in your pocket", "Poznan in your pocket", "Wroclaw in your pocket" – რომლებშიც მოხდება ბათუმისთვის ერთი სრული სარეკლამო გვერდის განთავსება.

In Your Pocket-ეს არის ევროპის წამყვანი კომპანია, რომელიც გაწვდით პრაქტიკულ ინფორმაციას 100-ზე მეტი ქალაქის შესახებ. აღნიშნული ინფორმაციის მოპოვება შესაძლებელია შემდეგ სამოგზაურო პორტალზე: www.inyourpocket.com და ასევე 23 ქვეყანაში გამოქვეყნებულ 70-ზე მეტ გზამკვლევში.

ბათუმის ტურისტული გზამკლევის ელექტრონული ვერსია (.pdf ფორმატი)

//