17-19 ოქტომბერს, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი პოლონეთში ქალაქ პოზნანში ტურისტულ გამოფენა-სალონ „ Poznan Tour Salon"-ში მონაწილეობს. რეგიონი გამოფენაზე ოფიციალურად მიიწვია პოლონეთის სილეზიის სავოივოდომ, რომელთანაც აჭარის მთავრობა სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობს. დეპარტამენტი სილეზიის სტენდზე და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ოფიციალურ სტენდზე ერთდროულადაა წარმოდგენილი. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტემენტთან ერთად წელს გამოფენაზე რეგიონში მოქმედი კერძო ტურისტული საგენტოებიც მონაწილეობს. აღსანიშნავია, რომ პოლონეთი ჩვენი ქვეყნისა და რეგიონისთვის ერთ-ერთ მსხვილ და პრიორიტეტულ ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი უკვე რამდენიმე წელია ახორციელებს სარეკლამო კამპანიებს პოლონეთის რესპუბლიკაში. მომავალი წლისთვის გაზრდილი ბიუჯეტით კიდევ უფრო ეფექტური სარეკლამო კამპანიების წარმოება იგეგმება.
საერთაშორისო ტურისტული სალონი ''Poznan Tour Salon 2013''
