პოლონეთის ქალაქ კატოვიცეს აეროპორტის ჟურნალში „SILESIA-AIRPORT“-ის შემოდგომის ნომერში დაიბეჭდა ვრცელი სტატია აჭარა-ბათუმის შესახებ. სტატიის სათაურია „4 დღე ბათუმში“ და აღწერილია ის მნიშვნელოვანი და მიმზიდველი სანახაობები, რომლებიც აუცილებლად უნდა მოინახულო რეგიონში ვიზიტისას. სტატია პოლონურ და ინგლისურ ენებზეა დაწერილი და მიზნად ისახავს როგორც რეგიონის პოპულარიზაციას, ასევე რჩვების მიცემას პოლონელებისათვის, თუ როგორ გახადონ კიდევ უფრო საინტერესო მათი ვიზიტი ჩვენს რეგიონში. სტატიის ავტორია პოლონეთში დეპარტამენტის სარეკლამო კამპანიის კოორდინატორი ბატონი მიშელ ჟანოვსკი.
აღსანიშნავია, რომ ჟურნალი ვრცელდება კატოვიცეს საერთაშორისო აეროპორტში, რომელიც ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი კვანძოვანი აეროპორტია და ყოველწლიურად 2,5 მილიონზე მეტ მგზავრს ემსახურება. კატოვიცეს აეროპორტიდანვე შესაძლებელია ავია-კომპანია "Wizz Air"-ის საშუალებით პირდაპირი ფრენით საქართველოში (ქუთაისში) გამომგზავრება. აჭარაში ჩამოსასვლელად ბევრი ევროპელი ტურისტი სწორედ ამ ფრენებით სარგებლობს.
სტატიის ხილვის მსურველებს, გთხოვთ გადახვიდეთ შემდეგ ლინკზე: 4 დღე ბათუმში.