goBatumi.com

ოფიციალური გზამკვლევი

სიახლეები და პრესა

"ვია გრას" უფასო კონცერტი ევროპის მოედანზე

10, 2014

11 იანვარს, საღამოს 8 საათზე, ევროპის მოედანზე ცნობილი უკრაინული ჯგუფის „ვია გრას“ კონცერტი გაიმართება. ჯგუფი ახალი შემადგენლობით პირველად ჩაატარებს კონცერტს ბათუმში. ''ვია გრას'' უფასო კონცერტით დასრულდება საახალწლო კონცერტების ციკლი, რომელიც აჭარის მთავრობისა და ტურიზმის
დეპარტამენტის ორგანიზებით სპეციალურად ახალი წლის დღეებისათვის გაიმართა. საშობაო-ბაზრობა საბავშვო ატრაქციონებით 20 იანვრამდე გაგრძელდება. რაც შეეხება ''უპრეცედენტო ფასდაკლებების სეზონს'' აჭარაში, იგი თაბერვლის ბოლოს დასრულდება.

საქართველო ცნობილ სამოგზაურო გზამკვლევში

6, 2014

დიდი ბრიტანეთის ყველაზე პოპულარული და ცნობილი ტურისტული მეგზურის „Rough Guide“ ჩამონათვალში საქართველო მეხუთე ადგილზეა. კომპანია „Rough Guide“-ის მიხედვით 2014 წლის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ სამოგზაურო ქვეყნად საქართველო დასახელდა.

უპრეცედენტო ფასდაკლებების სეზონი აჭარაში

დეკემბერი 19, 2013

პროექტი "უპრეცედენტო ფასდაკლებების სეზონი აჭარაში" მოიცავს როგორც სასტუმროებს, მათ სერვისსა და პროდუქტს, ასევე სხვადასხვა ტურისტულ ობიექტებში ფასდაკლებებს, უფასო კონცერტებსა და კულტურულ ღონისძიებებს.

//