პოლონეთის ყველაზე მსხვილ ვებ-პორტალზე 2014 წლის პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებში მე-8 ადგილზე საქართველო დასახელდა: podroze.onet.pl
.
საქართველო პოლონელებისათვის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილია, სადაც მოგზაურებს საუცხოო პეიზაჟები, შავი ზღვის შესანიშნავი პლიაჟები, სამზარეულო და ღვინო, უძველესი კულტურა და სტუმართმოყვარე ხალხი ელოდება. აღსანიშნავია, რომ 2013 წელს პოლონეთიდან შემოსული ტურისტების რაოდენობა 75 %-ითაა გაზრდილი. ტურისტული მიმართულებების პირველ ათეულში მოხვედრა კი 2014 წელს ამ ტენდენციის შენარჩუნებას ცხადყოფს.
