goBatumi.com

ოფიციალური გზამკვლევი


წლის პირველი სტატია ბათუმის შესახებ თურქულ ტურისტულ ჟურნალში ''TEMPO TRAVEL''

წლის პირველი სტატია ბათუმის შესახებ  ''TEMPO TRAVEL''-ში

2014 წლის 1 იანვარს პოპულარულ თურქულ ჟურნალში TEMPO TRAVEL ბათუმის შესახებ სტატია დაიბეჭდა. 10 გვერდიანი სტატია გაფორმებულია ბათუმის ფოტოსურათებით და საინტერესო ინფორმაციებს მოიცავს. ჟურნალისტი წერს ბათუმზე, როგორც განსაკუთრებით ლამაზ და სწრაფად განვითარებად ქალაქზე, სადაც ახალი და ძველი არქიტექტურა საუცხოოდ ერწყმის ერთმანეთს, თანამედროვე შენობების არქიტექტურას კი ზოგჯერ მომავლის სამყაროში გადავყავართ.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ბათუმი ძალზედ მიმზიდველია ინვესტორებისათვის, რადგანაც სახელმწიფოს მხრიდან არსებობს გამარტივებული საინვესტიციო პოლიტიკა. ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ ამ ქალაქში ისეთი ზრდის ტემპი შეინიშნება, რომ ახლო მომავალში იგი შესაძლოა „კავკასიის მონაკოდ“ იქცეს.

სტატიაში ასევე მოცემულია პრაქტიკული ინფორმაცია ტურისტებისათვის, თუ როგორ შეუძიათ ჩავიდნენ ბათუმში, რომელი ღირშესანიშნაობები უნდა დაათვალიერონ და რომელ რესტორანში მიირთვან ადგილობრივი კერძები. ჟურნალი TEMPO TRAVEL გაყიდვაში დარჩება 3 თვის განმავლობაში.

სტატიის ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ფაილში: Tempo Travel

//