goBatumi.com

ოფიციალური გზამკვლევი


საქართველო ცნობილ სამოგზაურო გზამკვლევის ტოპ-ათეულში

საქართველო ცნობილ სამოგზაურო გზამკვლევში

დიდი ბრიტანეთის ყველაზე პოპულარული და ცნობილი ტურისტული მეგზურის "Rough Guide" ჩამონათვალში საქართველო მეხუთე ადგილზეა. კომპანია "Rough Guide"-ის მიხედვით 2014 წლის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ სამოგზაურო ქვეყნად საქართველო დასახელდა. რეიტინგის სათავეშია ეთიოპია, მადაგასკარი, ბრაზილია და თურქეთი. წელს საქართვეოში 5 მილიონ 300 ათასამდე ტურისტი იმყოფებოდა. მსგავს რეიტინგში მე-5 ადგილზე მოხვედრა მომავალ წელს საქართველოში ტურისტების რაოდენობის სავარაუდო ზრდას გამოიწვევს. კონპანია "Rough Guide" ცნობილი "Penguin Group" ეკუთვნის, რომლის საიტები, გამოცემები და რეიტინგები პოპულარულია მსოფლიოს ტურიზმის სფეროში.

"Rough Guide"-ის აღწერა:

"Georgia is currently untouched by mass tourism, but things are changing, so go now to enjoy the unspoiled hiking in the Caucasus mountains, the historic taverns of Tbilisi, the Black Sea resort of Batumi and the gorgeous old towns of Svaneti and Kazbegi. Visiting is easier than ever before; citizens of all EU countries, Australia, New Zealand, the USA, Canada and South Africa can now enter the country visa-free for up to 360 days."

//