ბათუმის შესახებ 17 გვერდიანი სტატია დაიბეჭდა ცნობილი თურქული ავიაკომპანია „პეგასუსის“ ოქტომბრის თვის საბორტო ჟურნალში. სტატიის სათაურია „ბათუმი სასწაული“, ავტორი კი ცნობილი თურქი ბლოგერი და ჟურნალისტი ჰაზალ ილმაზი. თურქი ჟურნალისტი სექტემბრის თვეში სტუმრობდა აჭარას. იგი მოწვეული იყო აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ თურქეთში მიმდინარე სარეკლამო კამპანიის ფარგლებში. ჰაზალ ილმაზი ფოტო მასალით მდიდარ სტატიაში არ მალავს თავის აღფრთოვანებას ჩვენი ქალაქისადმი.
ცნობილი თურქული ავიაკომპანია „პეგასუსი“ უკვე ოცი წელია ერთ-ერთი მსხვილი და დაბალბიუჯეტიანი ავია-კომპანიაა მსოფლიოში. „პეგასუსი“დღეს მსოფლიოს 17 ქვეყანაში, 100 სხვადასხვა მიმართულებით ფრენებს რეგულარულად ასრულებს. ევროპაში პეგასუსის დანიშნულების ადგილი 28 ქალაქია. ოქტომბრის თვეში „პეგასუსის“ ყველა მგზავრს შეეძლება წაიკითხოს სტატია „ბათუმი სასწაული“ და შეიტყოს ჩვენი ქალაქის შესახებ, როგორც ტურისტულად მიმზიდველი და საინტერესო მიმართულების შესახებ.
სტატიის ხილვა შესაძლებელია შემდეგ ლინკზე: ბათუმი სასწაული
