10-11 ოქტომბერს ბათუმი რუსული ბეჭდვითი მედიის წარმომადგენლებს უმასპინძლებს. გაზეთ „კომერსანტის“, „ვაკრუგ სვეტას“, ჟურნალ „ლიზას“,, ოტდოხნის“ და სხვა პოპულარული გამომცემლობების წარმომადგენლები საქართველოში ვიზიტს ბათუმიდან იწყებენ.
აჭარაში ქალაქის ტურთან ერთად ჟურნალისტები დაათვალიერებენ ბოტანიკურ ბაღს, გონიოს ციხეს, ძმები ნობელების ტექნოლოგიურ მუზეუმს, იუსტიციის სახლს, მთიანი აჭარის ზოგიერთ ღირშესანიშნაობას. რუსი ჟურნალისტები ბათუმის შემდეგ ქუთაისს, კახეთსა და თბილისს ესტუმრებიან. ისინი მოამზადებენ სტატიებს საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ და პოპულრიზაციას გაუწევენ მას თავიანთ გაზეთებსა და ჟურნალებში. მედიატური საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მხარდაჭერით ტარდება.
