goBatumi.com

ოფიციალური გზამკვლევი

სიახლეები და პრესა

ტურიზმის დეპარტამენტი მიმტანებს გადაამზადებს

მარტი 30, 2015

30 მარტიდან 2 აპრილამდე მორიგი უფასო გადამზადების კურსები მიმტანებისათვის ჩატარდება. ბათუმის კვების ობიექტებში დასაქმებულ კადრებს ტრენინგებს სასტუმრო "დივანში" გერმანელი ექსპერტი ული ტროსიენი ჩაუტარებს.

ტურიზმის დეპარტამენტი ასტანა-ბათუმის ბიზნეს ფორუმზე

მარტი 29, 2015

30 მარტს, ყაზახეთში, ქალაქ ასტანაში გამართულ სპეციალურ ბიზნეს ფორუმზე აჭარის რეგიონის საინვესტიციო პოტენციალის წარდგენასთან ერთად ჩატარდა რეგიონის ტურისტული პოტენციალის პრეზენტაციაც, რომელსაც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის წარმომადგენელი უძღვებოდა.

კატოვიცეს საერთასორისო ტურისტული გამოფენა GLOB 2015

მარტი 27, 2015

28-30 მარტს, პოლონეთის ქალაქ კატოვიცეში საერთაშორისო ტურისტული გამოფენა "Katowice International Fair - GLOB 2015" ჩატარდება. გამოფენაზე აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი სილეზიის ვოივოდეს სპეციალური მოწვევით იქნება წარდგენილი.

კვების ობიექტების მენეჯერების უფასო გადამზადება

მარტი 25, 2015

25-28 მარტს, აჭარის ა. რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი რეგიონში არსებული კვების ობიექტების მენეჯერებს უფასო გადამზადების კურსებს ჩაუტარებს.

რეგიონის ტურისტული პოტენციალის პრეზენტაცია ევროპის საბჭოში

მარტი 25, 2015

24 მარტიდან 26 მარტამდე, ქალაქ სტრასბურგში, ევროსაბჭოს სასახლეში, ადგილობრივ და რეგიონულ თვითმმრათველთა 28-ე კონგრესი გაიმართა.

//