25-28 მარტს, აჭარის ა. რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი რეგიონში არსებული კვების ობიექტების მენეჯერებს უფასო გადამზადების კურსებს ჩაუტარებს. ტრენინგები სასტუმრო "დივანში" ჩატარდება და მას უცხოელი ექსპერტი გერმანიიდან ჰანს ულრიხ ტროსიენი
წაიყვანს.
დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ დარეკოთ ტურიზმის დეპარტამენტში შემდეგ ნომერზე: 0 422 27 74 38.
