goBatumi.com

ოფიციალური გზამკვლევი

სიახლეები და პრესა

თელავივის 21-ე საერთაშორისო ტურისტული გამოფენა

თებერვალი 12, 2015

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა 10-11 თებერვალს მონაწილეობა მიიღო ისრაელის ყოველწლიურ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში IMTM-2015. თელავივის 21-ე საერთაშორისო ტურისტული გამოფენა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტურისტული გამოფენაა, მასში 40-ზე მეტი ქვეყნის 1200-მდე მონაწილეა ჩართული.

სტატია აჭარის შესახებ ბელგიურ საერთაშორისო პერიოდულ გამოცემაში

თებერვალი 12, 2015

ბრიუსელში, ბელგიელი და უცხოელი ჟურნალისტების ასოციაციის იანვრის პერიოდულ გამოცემაში აჭარის შესახებ სტატია დაიბეჭდა. სტატიის ავტორია ბატონი ჟან-პიერ ლამბო, ვალონიის (ბელგია) ტურიზმის მთავარი კომისარი, რომელიც ბათუმში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით იმყოფებოდა.

50-ზე მეტი სტატია პოპულარულ პოლონურ ბლოგებზე

თებერვალი 9, 2015

აჭარა-საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ პოპულარულ პოლონურ ბლოგებზე 50-ზე მეტი სტატია გამოქვეყნდა. სხვადასხვა თემატიკის მიხედვით სტატიები მომზადდა იმ ბლოგერების მიერ, რომლებმაც საქართველოში 2014 წლის ნოემბრის თვეში იმოგზაურეს.

2014 წლის აჭარის ტურიზმის სტატისტიკა

თებერვალი 2, 2015

ტურიზმის დეპარტამენტის სტატისტიკური მონაცემებით, რეგიონის ტერიტორიაზე ტურისტთა განთავსების ობიექტების მიხედვით აჭარას 2014 წლის იანვარ-დეკემბერში 10.47%-ით მეტი ტურისტი სტუმრობდა 2013 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

წარმატებული წელი აჭარის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრებისათვის

თებერვალი 2, 2015

2014 წელი წარმატებული წელი იყო ტურიზმის საინფორმაციო ცენტრებისათვის. აღსანიშნავია, რომ 2014 წელს ტურიზმის საინფორმაციო ცენტრებმა 5-ივე მინიციპალიტეტი მოიცვა. 2014 წლის სეზონზე აჭარაში 8 საინფორმაციო ცენტრი ფუნქციონირებდა.

//