goBatumi.com

ოფიციალური გზამკვლევი


თელავივის 21-ე საერთაშორისო ტურისტული გამოფენა

თელავივის 21-ე  საერთაშორისო ტურისტული გამოფენა

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა 10-11 თებერვალს მონაწილეობა მიიღო ისრაელის ყოველწლიურ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში IMTM-2015. თელავივის 21-ე საერთაშორისო ტურისტული გამოფენა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტურისტული გამოფენაა, მასში 40-ზე მეტი ქვეყნის 1200-მდე მონაწილეა ჩართული. აჭარა გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად იყო წარმოჩენილი. დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სხვადასხვა სარეკლამო - საინფორმაციო მასალით პოპულარიზაცია გაუწიეს რეგიონის ტურისტულ პოტენციალს.

ისრაელი აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ერთ-ერთ სამიზნე ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს, საიდანაც სეზონურ პერიოდში ჩარტერული ფრენები ხორციელდება. გამოფენაში მონაწილეობის გარდა ტურიზმის დეპარტამენტი 2015 წელს ისრაელში სარეკლამო კამპანიას გეგმავს. ჩატარდება ასევე საინფორმაციო ტურები ისრაელის ტურ-ოპერატორებისა და მედიის წარმომადგენლებისათვის.

//